გამოცემა Relevo-მ „მანჩესტერ სიტისა“ და ერლინგ ჰალანდს შორის არსებული კონტრაქტის დეტალები გამოაქვეყნა #1TVSPORT
გამოცემა Relevo-მ „მანჩესტერ სიტისა“ და ერლინგ ჰალანდს შორის არსებული კონტრაქტის დეტალები გამოაქვეყნა #1TVSPORT

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Relevo-მ „მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიელ ერლინგ ჰალანდს შორის არსებული კონტრაქტის დეტალები გამოაქვეყნა.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირსა და მანჩესტერულ კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელის გამოსყიდვა სხვა კლუბს 175 მილიონ ევროდ შეუძლია.

კონტრაქტი მხარეებს შორის 2027 წლამდეა ძალაში, თუმცა რამდენიმე თვის წინ ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო ნორვეგიელის პოტენციურ ტრანსფერზე მადრიდის „რეალში“.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ერლინგ ჰალანდმა ყველა ტურნირზე 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან 30 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.