გამოცემა „რელევო“ - ხაბი ალონსომ იცის, რომ 2025 წელს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
„ლევერკუზენის“ დამრიგებელმა, ხაბი ალონსომ იცის, რომ 2025 წელს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა „რელევო“ ავრცელებს.
ზუსტად როდის მოხდება ეს, „რეალის“ შედეგებზეა დამოკიდებული ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდი ესპანეთის სუპერ თასის ფინალში „ბარსელონასთან“ 2:5 დამარცხდა და ესპანურ მედიაში კარლო ანჩელოტის კრიტიკამ მოიმატა.
რაც შეეხება ხაბი ალონსოს, 43 წლის სპეციალისტმა „ლევერკუზენი“ 2022 წელს მაშინ ჩაიბარა, როდესაც გუნდი ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში იყო, პირველივე სეზონში კი ევროპის ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.
2024 წელს ესპანელმა „ბაიერს“ გერმანიის ბუნდესლიგა და თასი მოაგებინა, ხოლო ევროპის ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ დამარცხდა.