გამოცემა Neos Kosmos-ს ცნობით, ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთის პრეზიდენტის პოლიტიკას არ ეთანხმება და საცხოვრებლად საბერძნეთში გადადის #1TVSPORT
გამოცემა Neos Kosmos-ს ცნობით, ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთის პრეზიდენტის პოლიტიკას არ ეთანხმება და საცხოვრებლად საბერძნეთში გადადის #1TVSPORT

ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი „ოქროს ვიზის“ პროგრამის წყალობით შეიძლება საბერძნეთის მუდმივი მაცხოვრებელი გახდეს.

როგორც გამოცემა Neos Kosmos წერს, „დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონი სექტემბრიდან გეგმავს ათენში საცხოვრებლად გადასვლას.

„ოქროს ვიზა“ ევროკავშირში არშემავალი ქვეყნის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს ხუთი წელი იცხოვრონ საბერძნეთში იმ პირობით, რომ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში.

სერბული პრესის ინფორმაციით, ჯოკოვიჩის საბერძნეთში გადასვლის მიზეზია ის, რომ ჩოგბურთელი არ ეთანხმება ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკას.

2005-20 წლებში ნოვაკ ჯოკოვიჩი მონაკოში ცხოვრობდა. მას ასევე აქვს უძრავი ქონება ნიუ იორკსა და ბელგრადში.