გამოცემა „მარკას“ ჟურნალისტი – გიორგი წიტაიშვილი „რაიო ვალეკანოში“ ითამაშებს #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგის ბინადარმა „რაიო ვალეკანომ“ გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერი შეათანხა, – ინფორმაციას „მარკას“ ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს.
„გიორგი წიტაიშვილი „რაიო ვალეკანოს“ ახალი მოთამაშე იქნება. მას კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი ეწურება. ის იჯარით „მეცში“ თამაშობდა, სადაც 35 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი „გრანადაშიც“ გამოირჩეოდა. წიტაიშვილს თამაში როგორც ფლანგის შემტევად, ისე მარცხენა მცველის პოზიციაზე შეუძლია“, – იუწყება მატეო მორეტო.
გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აღზრდილია და პროფესიული კარიერაც ამავე კლუბში დაიწყო, თუმცა ძირითად გუნდში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
2021 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა იჯარით შვიდ გუნდში ითამაშა: „ვორსკლაში“, „ჩორნომორეცში“, კრაკოვის „ვისლაში“, პოზნანის „ლეხში“, ბათუმის „დინამოში“, „გრანადასა“ და „მეცში“.