გამოცემა Goal-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა #1TVSPORT
გამოცემა Goal-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა #1TVSPORT

ავტორიტეტულმა საფეხბურთო გამოცემა Goal-მა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა.

ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი, გამოცემის მიხედვით, მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინია. მეორე პოზიციას მისი თანაკლუბელი მაიკლ ოლისე იკავებს. სამეულშია „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ლიდერი ლამინ იამალი.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი სიაში მეცხრე ადგილზეა.

კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა – „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით მან 10 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ოქროს ბურთის“ ათეული Goal-ის მიხედვით:

  1. ჰარი კეინი
  2. მაიკლ ოლისე
  3. ლამინ იამალი
  4. ლუის დიასი
  5. ერლინგ ჰოლანდი
  6. კილიან მბაპე
  7. უსმან დემბელე
  8. დეკლან რაისი
  9. ხვიჩა კვარაცხელია
  10. ხულიან ალვარესი