გამოცემა Goal-მა „ოქროს ბურთის“ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა #1TVSPORT
პოპულარულმა გამოცემა Goal-მა 2026 წლის მთავარი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა.
სიაში პირველ ადგილზე მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ლიდერი ჰარი კეინია. მეორე პოზიციას მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე მაიკლ ოლისეა („ბაიერნი“/საფრანგეთის ნაკრები).
ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში წარმატებული თამაშის შემდეგ რეიტინგში დაწინაურდა ხვიჩა კვარაცხელია – ის მე-13 ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრა ქართველი ფეხბურთელის შანსებს „ოქროს ბურთის“ გათამაშებაში მნიშვნელოვნად ამცირებს.
Goal-ის ვერსიით, „ოქროს ბურთის“ TOP-10:
- ჰარი კეინი („ბაიერნი“) – 54 გოლი, 5 ასისტი
2. კილიან მბაპე („რეალი“) – 45 გოლი, 9 ასისტი
3. მაიკლ ოლისე („ბაიერნი“) – 17 გოლი, 31 ასისტი
4. ლამინ იამალი („ბარსელონა“) – 22 გოლი, 18 ასისტი
5. ლუის დიასი („ბაიერნი“) – 25 გოლი, 20 ასისტი
6. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“) – 46 გოლი
7. ხულიან ალვარესი („ატლეტიკო“) – 19 გოლი, 10 ასისტი
8. დეკლან რაისი („არსენალი“) – 6 გოლი, 13 ასისტი
9. ვიტინია (პსჟ) – 7 გოლი, 10 ასისტი
10. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“) – 18 გოლი, 13 ასისტი