გამოცემა GiveMeSport-ი - გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულისთვის“ იდეალური კანდიდატია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლასა და მის პირველ ნომრად არჩევასთან დაკავშირებით გამოცემა GiveMeSport-ში წერილი გამოქვეყნდა, სადაც ინგლისურ კლუბში მიმდინარე მოვლენები და ქართველი მეკარის შანსებია გაანალიზებული.
„„ლივერპული“ ამჟამად პირველი მეკარის, ალისონის გარეშეა, რომელიც ბარძაყის ტრავმის გამო ოქტომბრის დასაწყისიდან ვერ თამაშობს. ის შესანიშნავად შეცვალა კაომინ კელეჰერმა. მან ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ მოგებულ შეხვედრაში კილიან მბაპეს დარტყმული პენალტი მოიგერია.
სლოტმა ირლანდიელი მეკარე შეაქო, მაგრამ გარკვევით თქვა, რომ მომავალ სეზონში მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. „ლივერპულისთვის“ იდეალური კანდიდატია მამარდაშვილი, რომელიც „ვალენსიიდან“ ბრიტანეთში გადასასვლელად ემზადება.
საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელმაც ევრო 2024-ზე გამოსვლით მიიპყრო ყურადღება, გასულ ზაფხულს „ლივერპულში“ მისვლის შემდეგ არნე სლოტის პირველი შენაძენი გახდა“, – წერს გამოცემა.