გამოცემა Fotomac-ი - ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ყველაზე დიდი შანსი პორტუგალიას აქვს #1TVSPORT
გამოცემა Fotomac-ი - ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ყველაზე დიდი შანსი პორტუგალიას აქვს #1TVSPORT

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი პორტუგალიის ნაკრებს აქვს, ხოლო საქართველოს ნაკრებს – ყველაზე მცირე, – ინფორმაციას თურქული გამოცემა Fotomac-ი ავრცელებს.

F ჯგუფში საქართველო, პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი ითამაშებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ 18 ივნისს, დორტმუნდში გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში – პორტუგალიას.

ევრო 2024-ზე 6 ჯგუფიდან მერვედფინალში 2 საუკეთესო გუნდი გავა, ასევე, 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.