Footballtransfers - გურამ კაშია ზაფხულში, შესაძლოა, „ვიტესში“ ​დაბრუნდეს #1TVSPORT
Footballtransfers - გურამ კაშია ზაფხულში, შესაძლოა, „ვიტესში“ ​დაბრუნდეს #1TVSPORT

არნემის „ვიტესის“ ისტორიაში გამორჩეული ფიგურა, გურამ კაშია, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს გუნდში დაბრუნდეს – ამის შესახებ გამოცემა Footballtransfers-ი წერს.

„გურამ კაშიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „ვიტესის“ სიმბოლო. ქართველი ფეხბურთელი არნემის გუნდში მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა. ახლა ის ბრატისლავისსლოვანშია“. თუმცა მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და მომავალ ზაფხულში, შესაძლოა, „ვიტესში“ დაბრუნდეს.

კაშიამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, რომ კვლავ ძალიან დაინტერესებულია „ვიტესში“ არსებული მდგომარეობით. ის ფაქტი, რომ კლუბი გაუქმების საფრთხის წინაშე დადგა, მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.

„არავის უნდა, რომ „ვიტესი“, ეს უძველესი კლუბი, გაქრეს, რატომ უნდა მოხდეს ეს? ასეთ კლუბს უბრალოდ ვერ წაშლი. ამაზე გადაწყვეტილების მიმღებმაც უნდა იფიქროს“, – თქვა ზაფხულში კაშიამ, როდესაც „ვიტესის“ პრობლემები გახდა ცნობილი.

კაშია „ვიტესში“ 2010-2018 წლებში თამაშობდა, 293 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლოს „ვიტესის“ კაპიტანი გახდა და კლუბის სიმბოლოდ იქცა.

2018 წელს შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც „სან ხოსეში“ თამაშობდა, ახლა კი ბრატისლავისსლოვანის“ წევრია“, – წერს Footballtransfers-ი.