გამოცემა „ეკიპმა“ საფრანგეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად უსმან დემბელე დაასახელა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ საფრანგეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
გამოკითხვაში გამარჯვებისთვის 28 წლის თავდამსხმელმა 803 ქულა მოაგროვა. მან მოცურავე ლეონ მარშანსა (661) და აფროსან შარლი დალინის აჯობა (380).
10 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა კიდევ ერთი ფეხბურთელი – „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი დეზირე დუე. მან 71 ქულა მოაგროვა და მეცხრე ადგილზე გავიდა.
უსმან დემბელე 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია. მან ასევე მოიპოვა ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო.