გამოცემა „ეკიპი“ - ვიტინია „ბაიერნის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება #1TVSPORT
გამოცემა „ეკიპი“ - ვიტინია „ბაიერნის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება #1TVSPORT

პორტუგალიელი ნახევარმცველი ვიტინია „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, – ინფორმაციას გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

როგორც „ეკიპი“ წერს, „პარი სენ-ჟერმენი“ გერმანული ფეხბურთის გრანდთან მატჩს უძლიერესი შემადგენლობით შეხვდება. გარდა ვიტინიასი, „ბაიერნის“ წინააღმდეგ ითამაშებს ნუნუ მენდეში, რომელიც ასევე ტრავმირებული იყო.

„პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა გამოცემა „ეკიპის“ მიხედვით:

მატვეი საფონოვი – აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში – ვიტინია, უორენ ზაირ-ემერი, ჟოაუ ნევეში – დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე.

„პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ შორის მატჩი 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.