გამოცემა „ეკიპი“ – მიკა გოტცი ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტი ვერ იქნება #1TVSPORT
მიკა გოტცი ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტი ვერ იქნება, – ამის შესახებ პოპულარული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს.
გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ლიგა 1-ის კლუბების ტრანსფერებია განხილული. პსჟ-სთან დაკავშირებით გამოცემა აღნიშნავს, რომ პსჟ-ის ბელგიელი ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელიასთან კონკურენციაში ვერ შევა.
„პსჟ-სთვის საუკეთესო ტრანსფერი ფერან ტორესია. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი გუნდში შეუფერხებლად ინტეგრირდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ფიზიკურად ჯერ 100 პროცენტით მზად არ არის, ესპანელი ძალიან ეფექტურია – „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა პსჟ-ის მაისურით ექვს მატჩში უკვე შვიდი გოლი გაიტანა.
წარუმატებელი ტრანსფერი კი მიკა გოტცია. ლუკა დინის გარდა, რომელსაც თითქმის არ უთამაშია, ბელგიელი, რომელიც ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ ევროდ იყიდეს, ნამდვილი იმედგაცრუებაა. ლუის ენრიკე მას ძალიან იშვიათად იყენებს. ბელგიელი, რა თქმა უნდა, გუნდის წარმატებაში საკუთარ წვლილს შეიტანს, მაგრამ მან თავისი ადგილი უნდა დაიმსახუროს. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი გვინახავს“, – წერს ფრანგული გამოცემა.
სტატიას თან ერთვის ფოტოსურათი, რომელზეც ასეთი წარწერაა: „მიკა გოტცი კვარაცხელიასთან ახლოსაც კი ვერ მივა – ასეთია ლუის ენრიკესა და მისი სამწვრთნელო შტაბის აზრი მიმდინარე სეზონის დასაწყისში“.