გამოცემა „ჩემპიონატი“ - მწვრთნელსა და კვარაცხელიას შორის ურთიერთობა გაცივდა #1TVSPORT
გამოცემა „ჩემპიონატმა“ ყაზანის „რუბინისა“ და ხვიცა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ წარუმატებელ გამოსვლაზე წერილი გამოქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ გუნდის მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკისა და ქართველ თავდამსხმელს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
სლუცკის პრობლემები აქვს კვარაცხელიასთან. ხვიჩამ არ მოუსმინა მწვრთნელს და გუნდმა წააგო
„ნიჟნი ნოვგოროდმა“ ყაზანში „რუბინი“ 0:1 დაამარცხა. რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურის ეს თამაში წარმოუდგენლად დატვირთული გამოდგა. პირველი სიურპრიზი იყო „რუბინის“ შემადგენლობა, სადაც ყაზანელები დარჩნენ თავდასხმის ლიდერების, ჯორჯ დესპოტოვიჩისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. თუმცა, ქართველი გარემარბი მოედანზე 22-ე წუთზე ტრავმირებული ილია სამოშნიკოვის ნაცვლად გამოჩნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „რუბინმა“ მოიპოვა პენალტი. ახალწვეული ანდერს დრეიერი აპირებდა დარტყმას, მაგრამ კვარაცხელიამ მას ბურთი წაართვა. დანიელი კონფლიქტზე არ წავიდა. ხვიჩამ ვერ გაიტანა. დარტყმა წარუმატებელი აღმოჩნდა – ბურთი „ნიჟნის“ მეკარე არტურ ნიგმატულინისთვის კომფორტულ სიმაღლეზე გაფრინდა.
„ნიჟნი ნოვგოროდმა“ კი თავისი შანსი გამოიყენა. მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, სტუმრების ნახევარმცველმა ნიკოლაი კალინსკიმ კვარაცხელიას აჩვენა, როგორ უნდა დაარტყა. მძლავრი დარტყმა ძელის ქვეშ – მეკარე იური დუპინს შანსი არ ჰქონდა.
თუმცა, საინტერესო მოვლენები ფინალური სასტვენით არ დასრულებულა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, „რუბინის“ დამრიგებელმა, ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ სწორედ დრეიერს უნდა დაერტყა პენალტი. მწვრთნელმა პირადად შეატყობინა თავდამსხმელს ეს ვარჯიშზე, მაგრამ მან თავისი უფლება არ დაიცვა.
კვარაცხელიასთან დაკავშირებით, რომელმაც პარტნიორს პენალტი წაართვა და ვერ გამოიყენა, ვითარება კიდევ უფრო რთულადაა, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. სლუცკიმ ხვიჩა რეზერვში დასვა და, ჩვენი ინფორმაციით, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა გაცივდა. „რუბინის“ ფეხბურთელები გრძნობენ, რომ ქართველი გარემარბი მორალურად გატეხილია ევროპაში წარუმატებელი ტრანსფერის გამო, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარამდე“ ბევრი თამაშია დარჩენილი.
დღევანდელ მატჩამდე „რუბინმა“ ამ სეზონში მხოლოდ ერთი 11-მეტრიანი დარტყმა შეასრულა. მაშინ დესპოტოვიჩმა გაიტანა. როდესაც ყაზანელებმა „ნიჟნის“ წინააღმდეგ პენალტი დაიმსახურეს, ჯორჯი მოედანზე არც იყო, მაგრამ ეს კვარაცხელიას არ ამართლებს. გასაკვირია, რომ ასეთ სიტუაციაში მწვრთნელის მოთხოვნა იგნორირებულია – მით უფრო ისეთი ავტორიტეტულის, როგორც სლუცკია“.