გამოცემა „ჩემპიონატი“ კვირკველიაზე - ქართველის სასტარტოში დაბრუნებას გაზაფხულზე უნდა ველოდოთ
გამოცემა „ჩემპიონატი“ კვირკველიაზე - ქართველის სასტარტოში დაბრუნებას გაზაფხულზე უნდა ველოდოთ

რუსულმა გამოცემა „ჩემპიონატმა“ იმ 10 ფეხბურთელის სია შეადგინა, რომლებმაც რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში სხვადასხვა მიზეზით ვერ თუ არ ითამაშეს.

გამოცემამ ტოპ-დაკარგულებში საბა კვირკველიაც დაასახელა, როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების მცველს მოსკოვის „ლოკომოტივში“ იშვიათად ათამაშებენ. გამოცემა ამ ათეულს ასე ახსენებს – „მათ ჩვენ ვიხსენებთ და გაზაფხულზე მათ ბრწყინვალე დაბრუნებას ველოდებით“.

„გასაკვირია, მიმდინარე სეზონი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა „ლოკომოტივის“ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მაშინ კვერკველია ამტკიცებდა, რომ სათამაშო პრაქტიკის არქონა მის რთულ ტრავმას უკავშირდებოდა. გასულ სეზონში პაუზის გარეშე თამაშებმა გამოიწვია ისეთი ტკივილები, რის გამო ფეხბურთელს ვარჯიშიც კი უჭირდა. საბა დაბრუნებას შემოდგომაზე ვარაუდობდა. სექტემბრის ბოლოს, მან ბოლოს და ბოლოს „ლოკოში“ რუსეთის თასზე ითამაშა. თუმცა, შემდეგ ისევ ყრუ „თადარიგში“ მოხვდა. შემდეგ ჯერზე, იური სემინმა კვირკველია მოედანზე მხოლოდ ნოემბრის მატჩის მეორე ტაიმში „ტამბოვთან“ შეუშვა. ამის მიუხედავად, „ლოკომოტივის“ წლის ბოლო მატჩი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ საბან თავიდან ბოლომდე ითამაშა. ასე რომ, სავარაუდოდ, ქართველი მცველის “რკინიგზელთა” სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას გაზაფხულზე უნდა ველოდოთ“ – წერს „ჩემპიონატი“.