გამოცემა „ჩემპიონატი“ - კვარაცხელია ყველაფრით დაიღალა, რადგან ევროპაში გადასვლაში დარწმუნებული იყო #1TVSPORT
გამოცემა „ჩემპიონატი“ - კვარაცხელია ყველაფრით დაიღალა, რადგან ევროპაში გადასვლაში დარწმუნებული იყო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანურ კლუბში დარჩენით გაღიზიანებულია – ინფორმაციას რუსული გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

„ამბობენ, რომ მთელი აგვისტოს ჩათვლით, ხვიჩა კვარაცხელია ლეონიდ სლუცკისთან („რუბინის“ მთავარი მწვრთნელი) სულ კამათობდა და სთხოვდა ნაკლებად დატვირთას, რადგან შესაძლო ტრავმის ეშინოდა. მთავარმა მწვრთნელმა ამაზე უარი უთხრა და ფეხბურთელს პირველი წუთებიდან ათამაშებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში ხვიჩა კვლავ დაშავდა – ეს არის ოფიციალური ვერსია. არაოფიციალურად კი, ფეხბურთელი ყველაფრით დაიღალა და თამაშზე უარი თავად თქვა, რადგან ის ევროპაში გადასვლაში სრულიად დარწმუნებული იყო“, – ამტკიცებს გამოცემა.

„ვფიქრობ, რომ ტრანსფერებზე საუბრებმა კვარაცხელიაზე გავლენა რაღაცნაირად მაინც მოახდინეს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია. შესაძლოა, მას ეგონა, რომ წავიდოდა. ამიტომ დარჩენამ როგორღაც მისი დესტაბილიზება გამოიწვია. ახლა კი აუცილებლად დამშვიდდება და ითამაშებს“, – ეს უკვე „ბიზნეს ონლაინთან“ კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა.

გამოცემა „ჩემპიონატი“ არასასიამოვნო პროგნოზსაც აკეთებს.

„ზამთარში ევროპაში ძვირადღირებული გარიგებები იშვიათად ხდება. ეს ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს. ამიტომ ახალი სეზონი ხვიჩასთვის ყველაზე რთული იქნება.“

ავტორი დარწმუნებულია, რომ ხვიჩას მენეჯერი მამუკა ჯუღელი ტრანსფერის შესახებ არაფერს იტყოდა, რეალური ვარიანტები რომ ჰქონოდა.

„ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულ კლუბებზე ყოველ კვირას წერდნენ და სავარაუდოდ ქართველი ტალანტის ფასს ამაღლებდნენ. სიაში იყო იტალიის ყველა გრანდი, რამდენიმე ინგლისური, გერმანული და ესპანური კლუბი. თემას მაღალ ინტერესს ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელიც უნარჩუნებდა, რომელმაც დაასახელა 10 დაინტერესებული კლუბი და რომ ორთან კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაგრამ როგორც ჩანს, ქართველმა მაესტრომ დაივიწყა: საჯარო განცხადებები ფასეული რეალური ინტერესიითაა, ბლეფი კი მყისიერად იგრძნობა. რომელიმე კლუბს ხვიჩას და „რუბინისთვის“ რეალური წინადადება რომ შეეთავაზებინა, უპირველესად მოითხოვდნენ – არანაირი კომენტარი პრესაში“.