გამოცემა „ატლეტიკმა“ 2024/2025 წლის საფეხბურთო სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
გამოცემა „ატლეტიკმა“ 2024/2025 წლის საფეხბურთო სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT

ავტორიტეტულმა საფეხბურთო გამოცემამ, „ატლეტიკმა“ 2024/2025 წლის საფეხბურთო სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა.

თერთმეტეულში ყველაზე მეტი ფეხბურთელი (ოთხი) „პარი სენ-ჟერმენიდანაა“. ორი მოთამაშე სიმბოლურ ნაკრებში „ბარსელონადან“ მოხვდა, ორი – „ლივერპულიდან“, ერთი – „რეალიდან“, ერთი – „ინტერიდან“ და ერთიც – „არსენალიდან“.

მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენმა“ უკვე მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, ასევე გასულია ქვეყნის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

სეზონის სიმბოლური გუნდი „ატლეტიკის“ მიხედვით:

მეკარე: ტიბო კურტუა („რეალი“).

მცველები: ნუნუ მენდესი, აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“), ალესანდრო ბასტონი („ინტერი“).

ნახევარმცველები: ვიტინია (პსჟ), დეკლან რაისი („არსენალი“), პედრი („ბარსელონა“).

თავდამსხმელები: რაფინია („ბარსელონა“), უსმან დემბელე (პსჟ), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“).