გამოცემა „ატლეტიკის“ ინფორმაციით, „ნაპოლი“ ჰარი მაგუაიერის შეძენით ინტერესდება #1TVSPORT
გამოცემა „ატლეტიკის“ ინფორმაციით, „ნაპოლი“ ჰარი მაგუაიერის შეძენით ინტერესდება #1TVSPORT

ბრიტანული გამოცემა „ატლეტიკის“ ინფორმაციით, „ნაპოლი“ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველის, ჰარი მაგუაიერის შეძენით ინტერესდება.

31 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის სათამაშო სქემაში იდეალურად ვერ ზის და მცირე სათამაშო დრო აქვს. მაგუაიერის სურვილია, მოედანზე რაც შეიძლება მეტი წუთი გაატაროს.

წყაროს ინფორმაციით, „ნაპოლის“ გარდა მაგუაიერის შეძენა თურქულ „გალათასარაისაც“ სურს და ის მის ირგლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.

ჰარი მაგუაიერის მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება.