გამოცემა „არეა ნაპოლი“ - კვარაცხელია „ბოლონიის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება #1TVSPORT
გამოცემა „არეა ნაპოლი“ - კვარაცხელია „ბოლონიის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიის“ წინააღმდეგ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იქნება და, სავარაუდოდ, თავდასხმაში ითამაშებს, – ინფორმციას გამოცემა „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ბოლონიას“ სტუმრად ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. იყო ვარაუდი, რომ ნეაპოლელთა მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელს დაასვენებდა.

ბოლონიაში ნეაპოლელები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: გოლინი, მარფელა, მერეტი, ბერეჟინსკი, დი ლორენცო, ხუან ჟესუსი, კიმი, ოლივერა, ოსტიგორი, რაჰმანი, ზედადკა, ანგისა, დემე, გაეტანო, ლობოტკა, ნდომბელე, ძერბინი, ზელინსკი, კვარაცხელია, ოსიმენი, რასპადორი, სიმეონე.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ირვინ ლოსანო, მარიო რუი, მატეო პოლიტანო და ელიფ ელმასი ვერ შეძლებენ.

იტალიური გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ლუჩანო სპალეტიმ ტაქტიკური სქემა შეცვალოს, ხვიჩა კვარაცხელია, მისთვის ჩვეული პოზიციის ნაცვლად, თავდასხმაში ათამაშოს და ვიქტორ ოსიმენს შეუწყვილოს.