გამოცემა „ა ბოლა“ - გიორგი ქოჩორაშვილმა „ვილიარეალთან“ მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა #1TVSPORT
გამოცემა „ა ბოლა“ - გიორგი ქოჩორაშვილმა „ვილიარეალთან“ მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგს“ ამხანაგურ მატჩში „ვილარეალის“ წინააღმდეგ მცირე ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ახალ კლუბში სადებიუტო შეხვედრა „სელტიკის“ წინააღმდეგ ჩაატარა, მაგრამ შემდეგ დაზიანების გამო გამოტოვა მატჩი „სანდერლენთან“ და ვერც „ვილარეალთან“ დაეხმარა გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში იყო.

„სიფრთხილის მიზნით, ქოჩორაშვილი და რუი სილვა არ გამოვიდნენ „ვილარეალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში. ორივე მოთამაშე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ფიზიკური პრობლემების გამო მათი გამოყენება საჭიროებს ფრთხილ და ყოველდღიურ მეთვალყურეობას.

ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია გაიარა და შეკრებას შეუერთდა, მაგრამ ხუთშაბათს „ბენფიკასთან“ პორტუგალიის სუპერთასზე დაგეგმილი მატჩის ფონზე სამწვრთნელო შტაბი მის ფიზიკურ მდგომარეობას განსაკუთრებულად უფრთხილდება“, – წერს „ა ბოლა“.