გამოცემა „ა ბოლა“ – გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვება #1TVSPORT

13:10, 11.07.2026

გავრცელებული ხმების მიუხედავად, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგისთვის“ კონკრეტული წინადადებით არავის მიუმართავს და ქართველი ნახევარმცველი ლისაბონურ გუნდს შეკრებაზე გაჰყვება, – ამის შესახებ გამოცემა „ა ბოლა“ წერს.

„27 წლის გიორგი ქოჩორაშვილის პროფესიულ კარიერაში გადამწყვეტი მომენტია. „სპორტინგს“ მისი საბოლოოდ გასხვისება სურს, თუმცა ფეხბურთელის მიმართ, რომელიც ესპანეთში დაბრუნებას აპირებს, კონკრეტული შეთავაზებები არ არსებობს. ის ალკოჩეტეში, გუნდის ბაზაზე გამოცხადდება და სეზონისწინა შეკრებაზე გაემგზავრება“, – ამტკიცებს „ა ბოლა“.

პორტუგალიური გამოცემის ცნობით, მისით დაინტერესებული არიან ვიგოს „სელტა“, ბერძნული „პანათინაიკოსი“ და სალონიკის პაოკ-ი, მაგრამ არცერთ მათგანს არ სურს 5.5 მილიონი ევროს გადახდა, რასაც პორტუგალიური კლუბი ითხოვს.

მსგავსი