გამოავლინეს ბოლო 25 წელიწადში NBA-ის საუკეთესო სნაიპერი #1TVSPORT
გამოავლინეს ბოლო 25 წელიწადში NBA-ის საუკეთესო სნაიპერი #1TVSPORT

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა შეადგინა ბოლო 25 წელიწადში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო სნაიპერთა რეიტინგი. კლასიფიკაციის შედგენისას, ძირითადად, ეყრდნობოდნენ სამქულიანების რეალიზაციას.

რეიტინგს სათავეში ჩაუდგა „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფენ კარი, რომელსაც სამქულიანების რეალიზაციის პროცენტი 43.2 აქვს. საინტერესოა, რომ მეორე ადგილიდან მოყოლებული, სამქულიანების გამოყენების პროცენტს რეიტინგის შედგენისას უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა.

  1. სტეფ კარი – 43,2%
  2. რეი ალენი – 40%
  3. დირკ ნოვიცკი – 38%
  4. კევინ დურანტი – 38,2%
  5. კლეი ტომპსონი – 41,9%.