ამ გამარჯვებას შინდისის გმირებს ვუძღვნი - გენო პეტრიაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ [ვიდეო] | ბუდაპეშტი 2018

„მინდა ჩემს გულშემატკივარს – ქართველებს ვუთხრა: ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, ჩემ საქართველოს და ჩემ ქართველ გმირებს, და მე ჩემს ამ გამარჯვებას ვუძღვნი შინდისის გმირებს, იმ ჩვენს მეომრებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს“ – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გაჩემპიონების შემდეგ ხალიჩდან ჩამოსვლისთანავე, პეტრიაშვილმა გულშემატკივარს – პირველი არხის ფეისბუქ გვერდის გვერდის საშუალებით – პირდაპირ ეთერში მიმართა:


-„რა თქმა უნდა ჩემთვის არის ძალიან ამაღლებული გრძნობა, დარწმუნებული ვარ თითოეული ქართველისთვისაც. მინდა ჩემს გულშემატკივარს – ქართველებს ვუთხრა: ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, ჩემ საქართველოს და ჩემ ქართველ გმირებს, და მე ჩემს ამ გამარჯვებას ვუძღვნი შინდისის გმირებს, იმ ჩვენს მეომრებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს. და მე მინდა კიდევ ერთელ ვუთხრა ჩემს სამშობლოს – მე ვარ ქართველი და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ქვეყნის გამარჯვებისთის, და იმისთის რომ ჩემი დროშა ავწიო მაღლა“ – ამბობს, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი 24 წლის გორელი ფალავანი.