გამარჯვება რუმინელებთან - „სამგურალმა“ „რიპენსიას“ აჯობა #1TVSPORT
გამარჯვება რუმინელებთან - „სამგურალმა“ „რიპენსიას“ აჯობა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე წყალტუბოს „სამგურალმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი რუმინეთის რანგით მეორე ლიგის ტიმიშოარას „რიპენსიასთან“ გამართა და 1:0 დაამარცხა.

საკონტროლო მატჩი წყალტუბოელების კარნახით მიმდინარეობდა. კარგი მომენტი ჰქონდა ალექსანდრე ვერულიძეს, რომელიც მეკარესთვის ბურთის თავზე გადაგდებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

გიორგი მიქაძის გუნდის უპირატესობა მეორე ტაიმში კიდვე უფრო გამოიკვეთა. თუმცა დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად გოლის გატანა მხოლოდ 90-ე წუთზე გაიტანეს – თავი ახალგაზრდა რუსმა ლეგიონერმა ნიკიტა სიმდიანკინმა გამოიჩინა და ზუსტი დარტყმით „სამგურალს“ გამარჯვება მოუტანა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ,,სამგურალი” 14 თებერვალს ხარკოვის „მეტალისტის“ წინააღმდეგ გამართავს, სადაც საბა კვირკველია თამაშბს.

სამგურალი – რიპენსია ტიმიშოარა 1:0

გოლი: ნიკიტა სიმდიანკინი (90)

სამგურალი: მაქსიმე ქვილითაია, შალვა ბურჯანაძე, ილია ახვლედიანი, ლევან ქურდაძე, ნიკა კალანდარიშვილი, გიორგი თევზაძე, გრიგოლ დოლიძე, სუფ ტურე, ანდრია დევდარიანი, ჯეფინიო, ალექსანდრე ვერულიძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: მურმან სვანიძე, ნიკიტა სიმდიანკინი, ომარ პატარკაციშვილი, ლუქმან გილმორი, დემურ ჩიხლაძე, თედო კიკაბიძე, დავით მაისაშვილი, ირაკლი რუხაძე, მიხეილ ბაშელეიშვილი, მამია გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე