გამარჯვება კოსოვოს მხარესთან - მაისურაძის გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს #1TVSPORT
გამარჯვება კოსოვოს მხარესთან - მაისურაძის გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი გაუჩნდა.

ვასილ მაისურაძის გუნდი მე-10 ჯგუფის პირველ ტურში, ნორვეგიის ქალაქ ლავრიკისფრამპარკენზე“ კოსოვოელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გეგი გეგუჩაძის გადაცემით ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა – 1:0.

მასპინძელმა ნორვეგიამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში უელსი დამაჯერებლად დაამარცხა (5:0) და 6 ქულით პირველ ადგილზე დაწინაურდა, საქართველო 4 ქულით მეორეზეა, უელსი 1 ქულით მესამეზე, ხოლო კოსოვო უქულოდ ბოლო პოზიციაზეა.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მე-10 ჯგუფის დასკვნითი, მესამე ტურის შეხვედრები 12 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს 19-წლამდელთა გუნდი მასპინძელ ნორვეგიას შეხვდება, ხოლო კოსოვოს მხარე – უელსს.