გამარჯვება ექვსი ბურთის სხვაობით - თბილისის „დინამომ“ რეკორდი გაიმეორა
გამარჯვება ექვსი ბურთის სხვაობით - თბილისის „დინამომ“ რეკორდი გაიმეორა

ანდორული „ენგორდანის“ 6-0 დამარცხებით თბილისის „დინამომ“ ევროტურნირებზე ქართული საკლუბო ფეხბურთის რეკორდი გაიმეორა – მეტოქე ექვსი ბურთის სხვაობით დაამარცხა.

აქამდე მსგავსი შედეგი სამ ქართულ გუნდს ჰქონდა ნაჩვენები:

1996 წელს, ბათუმის „დინამომ“ ექვსი უპასუხო გოლი ფარერის კუნძულების „ტორსჰავნს“ გაუტანა, 1998 წელს ზუსტად იგივე ანგარიშით ქუთაისის „ტორპედომ“ სომხური „ერებუნი-ჰომენმენი“ დაამარცხა, 2010 წელს კი „ზესტაფონმა“, ასევე 6-0, ჩრდილოირლანდიური „ლისბურნ-დისტილერი“ დაჩაგრა.

რაც შეეხება ორი მატჩის ჯამში ნაჩვენებ შედეგს, აქ რეკორდი „ზესტაფონს“ ეკუთვნის, რომელმაც „ლისბურნის“ სახლში გადადგურების შემდეგ, სტუმრად 5-1 გაიმარჯვა და საერთო ანგარიში 11-1 დააფიქსირა.