გალტიე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტია #1TVSPORT
გალტიე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტია #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, შესაძლოა, ამ ზაფხულს იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ ჩაიბაროს.

როგორც Sky Sport-ი წერს, ფრანგი სპეციალისტი ამ პოსტზე მთავარი ფავორიტი გახლავთ. ასევე, ნეაპოლური კლუბი განიხილავს რუდი გარსიას კანდიდატურას, რომელიც ცოტა ხნის წინ კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრს“ წვრთნიდა.

გალტიე ფორმალურად რჩება „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად, მაგრამ, პრესის ინფორმაციით, მალე მას პოსტიდან გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, სეზონის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ აღარ დარჩება „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.