„გალათასარაის“ ფეხბურთელი თანაგუნდელის ცემისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT
„გალათასარაის“ ფეხბურთელი თანაგუნდელის ცემისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT

„გალათასარაის“ მცველი მარკანი თანაგუნდელის ცემისთვის რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, – იუწყება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

ინციდენტი „გალათასარაი“- „გირესუნსპორის“ მატჩის დროს მოხდა.

შეხვედრის მეორე ტაიმში „გალათასარაის“ 25 წლის ბრაზილიელმა ლეგიონერმა მარკანმა თანაგუნდელ აქთიუროღლუს სახეში ორჯერ დაარტყა, რის გამოც მოედანი დაატოვებინეს, შემდეგ კი სადისციპლინო კომიტეტმა დისკვალიფიკაციითაც დასაჯა.

გასულ სეზონში მარკანმა „გალათასარაის“ შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა.