„გალათასარაიმ“ ჯანლუიჯი დონარუმას სატრანსფერო წინადადებით მიმართა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შეძენით თურქული გრანდი „გალათასარაი“ სერიოზულად ინტერესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჟოზეუ კასე ავრცელებს.
კასეს ცნობით, 26 წლის მეკარეს „გალათასარაიმ“ ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთა. თურქული კლუბი ცდილობს, ისარგებლოს შექმნილი ვითარებით. დონარუმასა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.
თავად ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პარიზში დარჩენა სურს და მზად არის, კონტრაქტი გაახანგრძლივოს. დონარუმა „პარი სენ-ჟერმენს“ 2021 წელს შეუერთდა. მოქმედი ხელშეკრულება მას ფრანგულ კლუბთან 2026 წლამდე აკავშირებს.