„გალათასარაი“ ზამთარში სალაჰის შეძენას შეეცდება #1TVSPORT

18:32, 02.10.2025

თურქული „გალათასარაი“ დაინტერესდა „ლივერპულის“ ფორვარდით მოჰამედ სალაჰით და უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება მის გადაბირებას, – წერს თურქული გამოცემა Nefes.

წყაროს ცნობით, მიუხედავად სეზონის ბოლომდე მოქმედი კონტრაქტისა, „ლივერპული“ მზად არის განიხილოს 33 წლის ეგვიპტელის გაყიდვის საკითხი.

აღნიშნავენ, რომ „ლივერპულში“ ასეთი აზრი არსებობს – გუნდში სალაჰის დრო თანდათან იწურება და ინგლისური მხარე მზად არის მოისმინოს ნებისმიერი წინადადება, რათა თავისი ვარსკვლავის სანაცვლოდ მაქსიმალური თანხა მიიღოს, სანამ ეს შესაძლებელია.

საინტერესოა, რომ თავად სალაჰი ჩემპიონთა ლიგაზე „გალათასარაის“ ერთ-ერთი მატჩისას მოიხიბლა საერთო ატმოსფეროთი. წერენ, რომ ეგვიპტელმა ილქაი გიუნდოგანს შეკითხვაც კი დაუსვა – ყოველთვის ასეთი ენერგეტიკაა „გალათასარაის“ თითოეულ საშინაო მატჩში.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ ცხრა მატჩში სამი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი