„გალათასარაი“ „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარის, მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
„გალათასარაი“ „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარის, მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT

თურქულმა „გალათასარაიმ“ „პარი სენ-ჟერმენს“ 25 წლის მეკარის, მატვეი საფონოვის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა, – ინფორმაციას ჟურნალისტი სულეიმან როდოპი ავრცელებს.

სტამბოლის კლუბს თავდაპირველად „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითადი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შეძენა სურდა, თუმცა ფრანგულ მხარესთან კონტაქტის შემდეგ გეგმები შეიცვალა და არჩევანი რუს მეკარეზე გაკეთდა.

თავის მხრივ, „პარკ დე ფრენსის“ ბინადრებსაც სურთ საფონოვის გაყიდვა, „გალათასარაი“ კი ახალი სეზონის დაწყებამდე კარის დარაჯის დამატებას ცდილობს – გუნდს ვეტერანი ფერნანდო მუსლერა დაემშვიდობა.

საფონოვი პარიზულ კლუბს 2024 წელს „კრასნოდარიდან“ შეუერთდა.