გაირკვა ყველა ევროპული გუნდი, რომლებიც 2025 წელს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ - ბოლო საგზური „ზალცბურგმა“ მოიპოვა #1TVSPORT
გაირკვა ყველა ევროპული გუნდი, რომლებიც 2025 წელს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ - ბოლო საგზური „ზალცბურგმა“ მოიპოვა #1TVSPORT

კლუბებს შორის მსოფლიო 2025 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილეა ცნობილი ევროპის კონტინენტიდან. მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა „არსენალი“, ევროპული გუნდებიდან ბოლო მე-12 საგზური ავსტრიის „ზალცბურგმა“ მოიპოვა. „არსენალი“ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში მოიპოვებდა.

ასე რომ, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპიდან შემდეგი გუნდები ითამაშებენ: „რეალი“, „ატლეტიკო“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ბენფიკა“, „პორტუ“ და „ზალცბურგი“.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება – მასში მონაწილეობას მიიღებს 32 კლუბი, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე რვა ჯგუფად დაიყოფიან.