გაირკვა სატრანსფერო ფანჯრის სავარაუდო თარიღები
გაირკვა სატრანსფერო ფანჯრის სავარაუდო თარიღები

საფეხბურთო სეზონის განახლებასთან ერთად, თანდათან ირკვევა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის ვადები. Sky Sports-ის ინფორმაციით, წამყვანი ჩემპიონატები შეთანხმდნენ ერთიან დედლაინზე – ეს არის ოქტომბრის პირველი რიცხვები, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის სტარტის მხრივ, ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

იტალიის სერია A-მ დაადასტურა, რომ სატრანსფერო პერიოდი პირველი სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე იქნება. საფრანგეთში უკვე გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა, ოღონდ ჯერ შიდა გარიგებებისთვის. საერთაშორისო ტრანსფერები კი აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში უნდა განხორციელდეს. როგორც ESPN წერს, პრემიერლიგა არ გახსნის ბაზარს სეზონის დასრულებამდე – 25 ივლისამდე. ლა ლიგაში ანალოგიური სიტუაციაა, თუმცა იქ ხუთი დღით ადრე იგეგმება სეზონის დასრულება – 20 ივლისს.