გაირკვა „რეალის“ მეტოქე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში #1TVSPORT
შაბათს, 14 დეკემბერს გაიმართა საკონტინენტთაშორისო თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც მექსიკის „პაჩუკამ“ ეგვიპტის „ალ-აჰლი“ დაამარცხა.
ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში „პაჩუკამ“ 6:5 მოიგო.
ფინალში მექსიკური კლუბი მადრიდის „რეალს“ შეხვდება. მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 18 დეკემბერს დაიწყება.