გაირკვა პირველი „კლასიკოს“ თარიღი
გაირკვა პირველი „კლასიკოს“ თარიღი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაამტკიცა „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩის ჩატარების თარიღი. სეზონის პირველი „კლასიკო“ 18 დეკემბერს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

ამ დღეს მატჩის ჩატარების თარიღი ორივე კლუბმა მოიწონა. ლა ლიგას ხელმძღვანელობას უნდოდა, რომ შეხვედრა ორი კვირით ადრე (4 დეკემბერი) გამართულიყო, მაგრამ ფედერაციამ გუნდების სურვილი გაითვალისწინა.

თავდაპირველად, „ბარსელონა“-„რეალი“ უნდა ჩატარებულიყო 26 ოქტომბერს, მაგრამ შეხვედრა კატალონიაში პოლიტიკური პროტესტის გამო გადაიდო.

გასულ სეზონში „ბარსელონამ“ ორჯერ მოუგო „რეალს“ – 5:1 და 1:0.