გაირკვა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელი ოთხი ქვეყანა #1TVSPORT
გაირკვა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელი ოთხი ქვეყანა #1TVSPORT

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე შვეიცარიის ქალაქ ჟენევის გარეუბან მიესში გაიმართება წილისყრა, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე 24 ქვეყნის ნაკრებს 4 ქვეყანაში გადაანაწილებს. სანამ წილისყრა გაიმართება, ფიბა-მ საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძელი ქვეყნები დაასახელა: ესპანეთი, ლატვია, პუერტო რიკო და საბერძნეთი.

ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ამ ქვეყანაში 6-6 ნაკრები გაემგზავრება და 2-დან 7 ივლისის ჩათვლით საუკეთესოს გამოავლენს. თითოეული ქვეყნის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს. 3 დღის წინ ფიბა-მ დღევანდელი წილისყრისთვის მონაწილე 24 ნაკრები 6 კალათაში განთესა და იქვე დაადგინა, რომ საკვალიფიკაციო ტურნირისთვის გუნდები შეირჩევიან, ერთი მხრივ, I, IV და V კალათებიდან, ხოლო მეორე მხრივ II, III და VI-დან.

წილისყრას სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, NBA-ის ექსვარსკვლავი ლუოლ დენგი გაუძღვება. წილისყრისთვის თვალის დევნება FIBA-ს Youtube არხზე შეგეძლებათ.