გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ტოკიოს ოლიმპიადაზე #1TVSPORT
გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ტოკიოს ოლიმპიადაზე #1TVSPORT

ტოკიოში გაიმართა საჩოგბურთო ტურნირის წილისყრა და გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. 1/32 ფინალში მისი მოწინააღმდეგე მსოფლიოს 90-ე ჩოგანი, ესპანელი რობერტო კაბრალიეს ბაენა იქნება. ეს ჩოგბურთელები აქამდე ორჯერ შეხვედრიან და ორივე შემთხვევაში ქართველმა გაიმარჯვა.

ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე იაპონელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის მოგებულს შეხვდება.