გაირკვა მონტე კარლოს „მასტერსზე“ ბასილაშვილის პირველი მეტოქე #1TVSPORT
გაირკვა მონტე კარლოს „მასტერსზე“ ბასილაშვილის პირველი მეტოქე #1TVSPORT

ორშაბათიდან გრუნტის სეზონის პირველი „მასტერსი“ აიღებს სტარტს, რომელსაც მონტე კარლო უმასპინძლებს.

გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და ცნობილი გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. საწყის წრეში ქართველი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე სერბი ფილიპ კრაინოვიჩია. მასთან ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი წინ არის – 2:1, თუმცა, ბოლოს ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2015 წელს შეხვდნენ.

სხვათა შორის, ბასილაშვილსა და კრაინოვიჩს შორის ბევრი მსგავსებაა: 1992 წლის თებერვალში არიან დაბადებულნი, ორივეს სიმაღლეა 185 სანტიმეტრი, ორივე მარჯვენა ხელით თამაშობს, ბექჰენდს კი ორი ხელით ასრულებს. ამ სეზონში მოგება/წაგების ბალანსი 50 პროცენტი აქვთ (ბასილაშვილს – 7/7, კრაინოვიჩს – 3/3). სამაგიეროდ, დიდი სხვაობაა კარიერაში ტიტულების რაოდენობით: ქართველს ოთხი, სერბს – არც ერთი.

კრაინოვიჩის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილს მეორე წრეში ტურნირისა და კლასიფიკაციის მეორე ნომერი, რუსი დანიილ მედვედევი ელოდება, რომელიც პირველ წრეში თავისუფალია.

წელს, მონტე კარლოს „მასტერსზე“ ითამაშებენ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი. ეს უკანასკნელი სატურნირო ბადის ქვედა მხარეს მოხვდა, ამიტომაც ჯოკოვიჩს ფინალამდე არ შეხვდება.

დატოვე კომენტარი