გაირკვა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილე
გაირკვა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილე

ლიბერტადორესის თასის მფლობელი “რივერ პლეიტი” კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო მონაწილე გახდა. ტურნირი 12-22 დეკემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება. “რივერ პლეიტმა” ლიბერტადორესის თასის ფინალში ორი მატჩის ჯამში მოუგო “ბოკა ხუნიორსს” – 5:3.

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები არიან:
“რეალი” (ესპანეთი) – უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
“რივერ პლეიტი” (არგენტინა) – კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული
“ესპერანსი” (ტუნისი) – აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
“გვადალახარა” (მექსიკა) – ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
“კასიმა ანტლერსი” (იაპონია) – აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
“ტიმ ველინგტონი” (ახალი ზელანდია) – ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
“ალ-აინი” (საამიროები) – ტურნირის მასპინძელი

ტურნირის კალენდარი:
პლეი ოფი. 12 დეკემბერი
ალ აინი-ტიმ ველინგტონი

1/4 ფინალი. 15 დეკემბერი
ესპერანსი – ალ აინი/ტიმ ველინგტონი
კასიმა ანტლერსი-გვადალახარა

1/2 ფინალი. 18 დეკემბერი
რივერ პლეიტი – ესპერანსი/ალ აინი-ტიმ ველინგტონი

1/2 ფინალი. 19 დეკემბერი
რეალი – კასიმა ანტლერსი/გვადალახარა

ფინალი და მე-3 ადგილისთვის 22 დეკემბერს გაიმართება.