გაირკვა კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილე
გაირკვა კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილე

დასრულდა კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და გაირკვა პლანეტის პირველობის ყველა ფინალისტი.

პირველად ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 32 ნაკრები. ხუთი საგზური მიიღო აფრიკამ, 8 – აზიამ და ოკეანეთმა, 12 – ევროპამ და 7 – ამერიკამ.

ტურნირის მონაწილეები:

აფრიკა – ანგოლა, კოტ დ’ივუარი, ნიგერია, სენეგალი, ტუნისი;
აზია და ოკეანეთი – ავსტრალია, ჩინეთი, ირანი, იაპონია, იორდანია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, კორეა;
ევროპა – ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლიტვა, იტალია, ჩერნოგორია, პოლონეთი, რუსეთი, სერბეთი, ესპანეთი, თურქეთი;
ამერიკა – არგენტინა, ბრაზილია, კანადა, აშშ, ვენესუელა, პუერტო რიკო, დომინიკს რესპუბლიკა.
ფინალური ტურნირის წილისყრა 16 მარტს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართება.

ტურნირის ფორმატი ასეთია:

პირველ ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებები რვა ჯგუფად (A, B, C, D, E, F, G, H) დაიყოფიან. ეს ეტაპი 31 აგვისტოდან 5 სექტემბერამდე გაიმართება და თითო ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები შემდეგ ეტაპზე გადავა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 ნაკრები წარმოქმნის ოთხ ჯგუფს (I=A+B, J=C+D, K=E+F, L=G+H). ყოველი გუნდი ორ თამაშს ჩაატარებს, ანუ არ შეხვდება ჯგუფში იმ ნაკრებს, რომელთანაც პირველ ეტაპზე ითამაშა. ამ ეტაპის მატჩები 6-9 სექტემბერს გაიმართება. ორ-ორი საუკეთესო ნაკრები გადავა პლეი ოფში.

ჩემპიონატის მეოთხედფინალები 10-11 სექტემბერს გაიმართება, ნახევარფინალები – 13 სექტემბერს, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი – 15 სექტემბერს.