გაირკვა ინგლისის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი
გაირკვა ინგლისის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი

ინგლისის თასის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც კევინ დე ბრუინისა და რაჰიმ სტერლინგის გოლებით ანგარიშით 2:0 მოუგო „ნიუკასლს“.

მანამდე, ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს „არსენალმა“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ჩელსიმ“.

18 ივლისს, ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან ერთმანეთს, 19 ივლისს კი მინდორზე გავლენ „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“. ორივე მატჩი ლონდონში „უემბლიზე“ გაიმართება.

დატოვე კომენტარი