გაირკვა ევროპის ლიგის პლეი ოფის ყველა მონაწილე
გაირკვა ევროპის ლიგის პლეი ოფის ყველა მონაწილე

დასრულდა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი და გაირკვა ყველა გუნდი, რომელიც 1/16 ფინალში ითამაშებს.

პლეი ოფში გავიდნენ:

რომა (იტალია), ნაპოლი (იტალია), მილანი (იტალია)

არსენალი (ინგლისი), ლესტერი (ინგლისი), ტოტენჰემი (ინგლისი)

გრანადა (ესპანეთი), სოსიედადი (ესპანეთი), ვილიარეალი (ესპანეთი)

ლევერკუზენი (გერმანია), ჰოფენჰაიმი (გერმანია)

ბენფიკა (პორტუგალია), ბრაგა (პორტუგალია)

იანგ ბოიზი (შვეიცარია), მიოლდე (ნორვეგია), სლავია (ჩეხეთი), რეინჯერსი (შოტლანდია), ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ლილი (საფრანგეთი), ანტვერპენი (ბელგია), დინამო ზაგრები (ხორვატია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), ვოლფსბერგერი (ავსტრია), მაკაბი (ისრაელი).

ასევე ევროპის ლიგის პლეი ოფში ითამაშებენ ის გუნდები, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე საკუთარ ქვეჯგუფებში მესამე ადგილზე გავიდნენ:

ზალცბურგი (ავსტრია), შახტარი (უკრაინა), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), აიაქსი (ნიდერლანდები), კრასნოდარი (რუსეთი), ბრიუგე (ბელგია), დინამო კიევი (უკრაინა), მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი).

1/16 ფინალის წილისყრა 14 დეკემბერს გაიმართება.