გაირკვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობისთვის #1TVSPORT
გაირკვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობისთვის #1TVSPORT

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა. სოფიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძენ-რომაელები 19 აგვისტოდან გამოვლენ. შეჯიბრებაში მედლები 20-21 აგვისტოს გათამაშდება.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თვენახევრის წინ, რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

55 კგ – თამაზ ღლონტი (17-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის (2021) და მსოფლიოს 2-გზის (2019 და 2021) ბრინჯაოს პრიზიორი. 15-წლამდელებში ევროპის (2019) ბრინჯაოს პრიზიორი)

60 კგ – დიმიტრი ხაჩიძე (ევროპის ჩემპიონი (2018) და ბრინჯაოს პრიზიორი (2019) 17-წლამდელთა შორის. 20-წლამდელებში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალისტი).

63 კგ – რომეო ბერიძე (ჭაბუკთა შორის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (2019) ფინალისტი. 15-წლამდელებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი).

67 კგ – ნიკა ბროლაძე (20-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი. 15-წლამდელებში ევროპის 2018 წლის ჩემპიონი და 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორი. ჭაბუკებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (2019), მსოფლიოსა (2019) და ევროპის (2019) ბრინჯაოს პრიზიორი).

72 კგ – თემურ ორჯონიკიძე (20-წლამდელთა შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. 15-წლამდელებში ევროპის 3-გზის (2017, 2018 და 2019) ბრინჯაოს პრიზიორი).

77 კგ – თორნიკე მიქელაძე (20-წლამდელთა შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალისტი).

82 კგ – აჩიკო ბოლქვაძე (ევროპის მოქმედი ჩემპიონი 20-წლამდელთა შორის. 2021 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი 17-წლამდელთა შორის. ევროპის 2019 წლის ჩემპიონი 15-წლამდელთა შორის).

87 კგ – იაგო გობაძე (ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2018) 15-წლამდელთა შორის).

97 კგ – ლაშა ბოლქვაძე

130 კგ – ცოტნე ცინცაძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ლაშხი

მწვრთნელები: გიორგი ჯობავა, დავით ურიდია, გიორგი ავაზაშვილი

ექიმ-რეაბილიტოლოგი: გიორგი მურცხვალაძე