გაირკვა ავსტრალიის ღიას წყვილებში გორგოძის პირველი მეტოქე #1TVSPORT
ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილთა ტურნირების ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა პირველ წრეში ეკატერინე გორგოძის პირველი მეტოქე.
მელბურნში ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილეა რუმინელი ირინა ბარა. მათ პირველ რაუნდში მოუწევთ შეხვედრა მე-10 ნომრად განთესილ წყვილთან ჩეხების – მარი ბუზკოვასა და ლუსი ჰრადეცკას შემადგენლობით.
შეგახსენებთ, რომ გორგოძისა და ბარას დუეტმა 2021 წლის სეზონში 16-დან 15 მატჩი მოიგო და ოთხი ტიტული მოიპოვა.