გაიმართა როლან გაროსის წილისყრა - ბასილაშვილის პირველი მეტოქე ბრაზილიელი იქნება
გაიმართა როლან გაროსის წილისყრა - ბასილაშვილის პირველი მეტოქე ბრაზილიელი იქნება

„დიდი სლემის“ ტურნირზე – როლან გაროსზე ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 31-ე ნომრად არის განთესილი და მისი მეტოქე პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო იქნება. ის მსოფლიოს 84-ე ჩოგანია.

კორონავირუსის პანდემიამდე მონტეირო მეტნაკლებად წარმატებით თამაშობდა გრუნტის ტურნირებზე – მეოთხედფინალამდე მიაღწია ბუენოს აირესისა და სანტიაგოს ტურნირებზე. პანდემიის შემდეგ კი მხოლოდ ერთი ტურნირის ძირითად ბადეში იყო – აშშ-ის ღია პირველობაზე, რომელშიც პირველ სეტში დამარცხდა კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან.

სულ ამ სეზონში ბრაზილიელმა ექვსი მატჩი მოიგო და ცხრაჯერ დამარცხდა. ამ მხრივ ბასილაშვილის სტატისტიკა უარესია – სამი მოგება და 10 მარცხი. ქართველს ექვსმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.

აქამდე ბასილაშვილი და მონტეირო პროფესიურ ტურში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.

ამ წყვილში მოგებული მეორე რაუნდში ფრანგ კუენტინ ჰალისსა და ამერიკელ მარკოს ჯირონს შორის მოგებულს შეხვდება.

დატოვე კომენტარი