2025 წელს შვეიცარია უმასპინძლებს ქალებს შორის ევროპის ჩემპიონატს. გაიმართა ტურნირის წილისყრა და 16 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა:
A ჯგუფი – შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი;
B ჯგუფი – ესპანეთი, იტალია, ბელგია, პორტუგალია;
C ჯგუფი – გერმანია, დანია, შვედეთი, პოლონეთი;
D ჯგუფი – საფრანგეთი, ინგლისი, ნიდერლანდები, უელსი.
ევრო 2025 ქალებს შორის 2-29 ივნისს გაიმართება.
ევროპის მოქმედი ჩემპიონია ინგლისის ნაკრები.