გაიმართა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა #1TVSPORT
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია.
უძველესი საფეხბურთო ტურნირის 2025/2026 წლის სეზონის ფინალში გასასვლელად გუნდები მატჩებს უემბლის სტადიონზე ჩაატარებენ.
ნახევარფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები:
„მანჩესტერ სიტი“ – „საუთჰემპტონი“
„ჩელსი“ – „ლიდსი იუნაიტედი“
ტურნირის ნახევარფინალები 25 აპრილს გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრა, ასევე უემბლიზე, 16 მაისს არის დაგეგმილი.