გაიმართა აშშ-ის ღიას ძირითადი ბადის წილისყრა – ბასილაშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება #1TVSPORT
August 29, 2018 - Nikoloz Basilashvili in action against Jack Sock during the 2018 US Open.
ნიუ იორკში გაიმართა „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა.
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე 31-ე ნომრად არის განთესილი. მისი პირველი მეტოქე ჯერ არ არის ცნობილი, რადგან ბასილაშვილი საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება მეორე წრეს, პირველ რაუნდში წარმატების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ბენ შელტონსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე ორი რაუნდი გაიარა და მესამე წრეში ამერიკელ რაიან ოპელკასთან დამარცხდა.