გაიმართა აფრიკის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრა #1TVSPORT
გაიმართა აფრიკის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრა #1TVSPORT

კამერუნის ქალაქ დუალაში გაიმართა აფრიკის ერთა თასის (კონტინენტის პირველობა) 2022 წლის გათამაშების ტურნირის წილისყრა.

ჩემპიონატის მასპინძელი კამერუნია, რომელიც A ჯგუფში მოხვდა.

ქვეჯგუფების სრული შემადგენლობა ასეთია:

A ჯგუფი – კამერუნი, ბურკინა ფასო, ეთიოპია, კაბო ვერდე;

B ჯგუფი – ზიმბაბვე, გვინეა, მალავი, სენეგალი;

C ჯგუფი – კომოროსი, გაბონი, განა, მაროკო;

D ჯგუფი – გვინეა ბისაუ, ეგვიპტე, სუდანი, ნიგერია;

E ჯგუფი – კოტ დ’ივუარი, ალჟირი, ეკვატორული გვინეა, სიერა ლეონე;

F ჯგუფი – მავრიტანია, გამბია, მალი, ტუნისი.

გახსნის მატჩში, რომელიც 2022 წლის 9 იანვარს გაიმართება, კამერუნი და ბურკინა ფასო შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალი 6 თებერვალს არის დაგეგმილი.