გაგუას გოლი და საგოლე გადაცემა სლოვაკეთში – მოისწრაფიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT

00:47, 17.08.2026

გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკმა“ თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცეს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მოისწრაფიშვილი „სპარტაკს“ ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და 71-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა. ხორხელი ტრანაველების ძირითად შემადგენლობაში იყო, ისევე როგორც ძოწენიძე – სტუმართა რიგებში.

თორნიკე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ „კომარნოს“ ესტუმრა და 3:0 აჯობა. კაპანაძე მოედანზე 37-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, გაგუა კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო რამადანმა მისი საგოლე გადაცემით მასპინძლებს მესამე ბურთიც გაუტანა.

სლოვაკეთის ჩემპიონატში ოთხი ტურის შემდეგ ტრნავის „სპარტაკი“ 10 ქულით პირველ ადგილზეა, „დუნაისკა სტრედას“ კი 7 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა.

მსგავსი