გაგუამ შეცვლაზე ითამაშა - შენგელიამ შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა #1TVSPORT
იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ სტუმრად „კარარეზეს“ შეხვდა და დაძაბული შეხვდერა 2:3 წააგო – ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 6,9 ქულა მიიღო.
საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას „ოფი კრეტამ“ კაცნაკლული „ასტერასი“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა წინა ტურში პაოკ-თან მე-12 წუთზე წითელი ბარათი მიიღო და შეხვედრა გამოტოვა.
ხორვატიის ჩემპიონატის წინა ტურში გიორგი გაგუამ „ისტრაში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და თავის გუნდს ლიდერ „რიეკასთან“ გასვლითი მატჩი მოაგებინა. მიუხედავად ამისა, მწვრთნელმა გიორგი „ჰაიდუკთან“ (1:1) მოედანზე მხოლოდ 63-ე წუთზე შეუშვა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას არ უთამაშია „სლოვანის“ შემადგენლობაში, რომელმაც თორნიკე ძოწენიძის (შეხვედრა მანაც გამოტოვა) „მიხალოვცესთან“ მატჩი 1:1 დაასრულა.